ლამინირებული მეხსიერების ბარათები ფხრიწებით

 

ნაკრები მოიცავს:
💜 8 სამუშაო დაფას.
💛 48 ნიმუშს,
💜 40 მოძრავ დეტალს,
💛 პატარა ჩანთებს დეტალების შესანახად
ბარათებით შეგიძლიათ იმუშაოთ:
✅ვიზულურ მეხსიერებაზე – 1. ბავშვი ნახულობს ნიმუშს, 2. გადააბრუნებს ნიმუშს, 3. თანმიმდევრობით აწყობს მოძრავ ელემენტებს სამუშაო დაფაზე, 4. ადარებთ ნიმუშს.
✅სმენით მეხსიერებაზე – 1. თქვენ ჩამოთვლით ელემენტთა თანმიმდევრობას, 2. ბავშვი ალაგებს მოძრავ ელემენტებს სამუშაო დაფაზე, 3. ადარებთ ნიმუშს.
💯 ჩვენი ბარათები არის გაუმჭვირვალე და უკანა მხრიდან არ ჩანს ნახატები (ვერ იქნება “შპარგლკა” ბავშვისთვის). 🤩
💸ფასი: 40 ₾
ლამინირებული ორმხრივი ბარათების (სწორი პასუხებით) ნაკრები
“მაჩვენე”
 
“მაჩვენე” შედგება ორი ნაწილისგან:
1️⃣ ნაწილი მოიცავს მარტივ მითითებებს (მაჩვენე სასრიალო, კატა მაჩენე…) და მოიცავს 40 გვერდს),
2️⃣ ნაწილი მოიცავს რთულ, აღწერით მითითებებს (მჟავე ხილი მაჩვენე, მაჩვენე ცხოველი, რომელის შვილსაც ჰქვია კვიცი, მაჩვენე ტრანსპორტი, რომლითაც კოსმოსში შეგვიძლია გაფრენა…) და მოიცავს 64 გვერდს),
💸 ფასი:
I ნაწილი – 15 ლარი
II ნაწილი – 20 ლარი
ორივე ნაწილი ერთად – 30 ლარი
საქართვლოს დროშის გასაფერადებელი მაგნიტური ფაზლი
 
ნაკრებში შედის:
🧩 ხის ფაზლი,
🎨 საღებავები,
🖌 ფუნჯი,
🕳 წებოვანი მაგნიტის ფირფიტა,
🇬🇪 საქართველოს რუკა,
📄 ფერების შერევის ინსტრუქცია.
 
💸ფასი: 15 ₾
ფასი საღებავებისა და ფუნჯის გარეშე: 12 ₾
ფაზლი – მე ვარ საქართველო
 
🧩 ფაზლი, რომლის აწყობაც არასდროს მოგბეზრდება.
იმიტომ რომ….
⚽️ ჩვენი ბიჭების მოტანილი სიხარული არასდროს განელდება❗️ 🥰
იმიტომ რომ….
🎯 ჯერ ყველაფერი წინ არის❗️

და თუ აწყობა გაგიჭირდა, ფაზლს “შპარგალკაც” მოყვება. 🤭

ფასი: 30 ლარი.
საქართვლოს რუკის გასაფერადებელი ფაზლი, მაგნიტური
 
გააფერადე და გაამთლიანე შენი საქართველო. 🇬🇪
 
ნაკრებში შედის:
🧩 ხის ფაზლი,
🎨 საღებავები,
🖌 ფუნჯი,
🕳 წებოვანი მაგნიტის ფირფიტა,
🇬🇪 საქართველოს რუკა,
📄 ფერების შერევის ინსტრუქცია.
ფასი: 15 
კომბლე
 
ყველასთვის ნაცნობი ქართული ზღაპრის სიუჟეტური ბარათები ეხმარება ბავშვს თხრობის უნარის განვითარებაში. ცალცალკე ბარათებზე (სულ 12 ბარათი) მოცემულია ყველა საკვანძო მოქმედება, რაც ბავშვს უადვილებს ამბის თხრობას. ილუსტრაციები არის მარტივი და ადვილად აღსაქმელი.
“კომბლე” განსაკუთრებულად ადვილია გამოსაყენებლად მეტყველების სხვადასხვა უნარების მქონე ბავშვებისთვის. ცხოველების ხმების იმიტაცია ბიძგს აძლევს საწყისი სამეტყველო უნარების განვითარებას. ერთი და იმავე ფრაზების ხშირი გამოყენება უადვილებს ბავშვს მათ გამოყენებას საჭირო ადგილას. ის ასევე ადვილია მოსაყოლად მათთვის, ვინც ახლა სწავლობს ზღაპრის შინაარსის დამოუკიდებლად მოყოლას.
 

მასალა: ფოტოქაღალდი.

ასაკი: 2-3 წლიდან
ფასი: 12 ლარი.
ტაქტილური ლოტო
 
თამაშობს მაქსიმუმ 6 ადამიანი. 
 
თამაში სასარგებლოა, რადგან ბავშვი: 1) ივარჯიშებს ტაქტილურ უნარებს (შეხებით ამოიცნოს ობიექტი), 2) იუმჯობესებს ყურადღების კონცენტრირების უნარს; 3) იუმჯობესებს კითხვის უნარს (დაფაზე წერია ობიექტების სახელები), 4) სწავლობს რიგის დაცვას; 5) ეჩვევა მარცხს და წარმატებას; 6) სწავლობს სხვისი წარმატების/მარცხის გაზიარებას, 7) ამყარებს კომუნიკაციას დანაჩენ მოთამაშეებთან, იუმჯობესებს მეტყველებას, 8) ავითარებს კატეგორიების გაგებას, 9) ღებულობს დადებით ემოციებს.
 
ნაკრებში შედის: 6 დაფა, 36 ფიგურა, 2 ნაჭრის ჩანთა (ერთი დაფებისთვის, ერთი ფიგურებისთვის), ინსტრუქცია.
 
მასალა: ხე, სატინა, აკრილის საღებავი.
რეკომენდირებული ასაკი: 3-4 წლიდან.
ფასი: 40 ლარი
Komble
 
ყველასთვის ნაცნობი ქართული ზღაპრის ინგლისური ვერსია დაეხმარება ბავშვს თხრობის უნარის განვითარებაში ამ ენაზე. ცალცალკე ბარათებზე (სულ 12 ბარათი) მოცემულია ყველა საკვანძო მოქმედება, რაც ბავშვს უადვილებს ამბის თხრობას. ილუსტრაციები არის მარტივი და ადვილად აღსაქმელი.
 

მასალა: ფოტოქაღალდი.

ასაკი: 7 წლიდან
ფასი: 15 ლარი.
Word Game
 
სამაგიდე თამაში დაეხმარება ბავშვებს ინგლისური ანბანისა და ზოგიერთი სიტყვის შესწავლაში. 
 

ნაკრებში შედის: 6 დაფა, 180 ძირითადი და 33 სათადარიგო ასო, 2 ნაჭრის ჩანთა (ერთი დაფებისთვის, ერთი ასოებისთვის), ინსტრუქცია. 

მასალა: ხე, ფოტოქაღალდი, სატინა.

ასაკი: 6 წლიდან
ფასი: 45 ლარი.