კრებულში თავმოყრილი სავარჯიშოები დაყოფილია 9 თემად (ხილი, ბოსტნეული, ტანსაცმელი, პროფესიები, წელიწადის დროები, თვეები, კვირის დღეები, ცხოველები და ფრინველები, მაღაზია). თითოეულ თემას აქვს 4-5 განსხვავებული ტიპის სავარჯიშო, რომელიც ბავშვებისგან მოითხოვს უკვე არსებული ცოდნის გახსენებას, შედარებას, მსჯელობას, საკუთარი ინტერესების შესახებ ფიქრს, ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტში, ინფორმაციის სტრუქტურული სახით წარმოდგენას და ა.შ.